სამცხე-ჯავახეთის გზამკვლევი – როგორ დავგეგმო მოგზაურობა?
სამცხე-ჯავახეთი იდეალური მიმართულებაა მათთვის, ვისაც სურს გვერდიგვერდ ნახოს ისტორია, ბუნება და დაუვიწყარი კულინარია. რეგიონში მოგზაურობა წლის ნებისმიერ სეზონზეა საინტერესო – გაზაფხულზე ყვავილებით მოჩითული ველებია, ზაფხულში ტბებზე დასვენება და ვარძიის მარშრუტებია, შემოდგომაზე – რთველი და ფერად-ფერადი ტყეები, ზამთარში კი საბაგიროთი აბასთუმანში გასეირნებას შეძლებთ.
როგორ ჩავიდეთ? თბილისიდან ახალციხემდე მისვლა შესაძლებელია როგორც ავტომობილით (დაახლოებით 3 საათი), ასევე ავტობუსით. რეგიონში გადაადგილებისთვის საუკეთესოა კერძო მანქანა, თუმცა ტურისტული კომპანიები კომფორტულ ექსკურსიებსაც სთავაზობენ სტუმრებს.
სად დავრჩეთ? ქალაქში განთავსებულია მაღალი დონის სასტუმროები,ერთ-ერთი პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროა ახალციხე ინნ რომელიც ნებისმიერ სეზონსე დამსვენებელს გულითადად მასპიძლობს.
რას ნახავს სტუმარი?
ვარძია, საფარა, ტაბაწყურისა და ფარავნის ტბები, ახალციხის ციხე, აბასთუმანი, ძველი არქიტექტურა, ღვინის მარანები და სოფლური ტურიზმი – ეს მხოლოდ დასაწყისია. სამცხე-ჯავახეთი მიგიყვანს ახალ აღმოჩენებამდე. დაგეგმე მოგზაურობა წინასწარ, აქ გელოდება მხარე, სადაც ყოველი დღე ახალი შთაბეჭდილებაა.