სამცხე-ჯავახეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი რეგიონია, სადაც ბუნება, ისტორია და კულტურა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. აქ შეგიძლიათ ერთ დღეში მოინახულოთ უძველესი ციხე-კოშკები, ტბები, კლდეში ნაკვეთი ქალაქი და სხვა მრავალი ღირსშესანიშნავობა.
ტურის დაგეგმვისას პირველი ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა გაემგზავროთ, არის ახალციხე – რეგიონის კულტურული და ისტორიული ცენტრი. სწორედ აქ, სასტუმრო ახალციხე ინნ დან 10 წუთის სავალზე, მდებარეობს მსოფლიოში ცნობილი რაბათის ციხე, რომელიც ქალაქის მთავარი სიმბოლოა. რაბათი არა მხოლოდ შუასაუკუნეების არქიტექტურის ნიმუშია, არამედ ადგილი, სადაც სხვადასხვა ეპოქა, რელიგია და კულტურა ერთ მთლიანობადაა მოქცეული.
გარდა ამისა რეგიონის ყველაზე ცნობილ საოცრებად კი კვლავ რჩება ვარძია – თამარ მეფის ეპოქის კლდეში ნაკვეთი ქალაქი. ეს მონასტერი და ქალაქი თითქოს პირდაპირ ქვის გულშია გამოკვეთილი და დღემდე აოცებს სტუმრებს თავისი მასშტაბითა და სილამაზით.
თუ ბუნების საოცრებას და სიმშვიდეს ეძებთ, აუცილებლად უნდა მოინახულოთ ტაბაწყურის ტბა – ზაფხულში ცის სარკედ ქცეული საოცარი ადგილი, ხოლო ზამთარში – გაყინული, ბუნებრივი სილამაზე. კიდევ ერთი საოცრებაა ფარავნის ტბა, რომელიც საქართველოს ყველაზე დიდი ტბაა. მისი სანაპირო იდეალურია პიკნიკებისთვის, კემპინგისთვის და ფოტოგრაფიისთვის. აქვე შეგიძლიათ შეხვდეთ მრავალფეროვან ფრინველებსაც – ფარავანი ნამდვილი სამოთხეა ბუნებისმოყვარულთათვის.
ახალციხე ინნ ის მიერ დაორგანიზებული “ტურები სამცხე-ჯავახეთში” სტუმრებს საშუალებას აძლევს ერთი მოგზაურობის განმავლობაში აღმოაჩინონ რეგიონის ყველა სილამაზე – ისტორიული ციხეები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, მთის ტბები და უნიკალური სოფლის ატმოსფერო. ახალციხე კი ამ ყველაფრის შუაგულია – ადგილი, სადაც დასვენება, კულტურა და ბუნება ერთ მთლიანად იქცევა.