დედაქალაქიდან რაბათის ციხე-კომპლექსამდე მანძილი, დაახლოებით, 205 კილომეტრს ითვლის და მგზავრობისთვის თითქმის 3 საათი დაგჭირდებათ. ახალციხის მთავარი ღირსშესანიშნაობა, სამცხე-ჯავახეთის უძველესი ძეგლი, რაბათი, იგივე ახალციხის ისტორიული ციხე ადგილობრივებსა და ტურისტებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.
ისტორიულად, რაბათის ციხე თავდაცვითი ნაგებობა იყო, რომელიც შუა საუკუნეებში აშენდა. 2011-2012 წლებში კი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა. თავად სივრცე გამოირჩევა იმით, რომ იგი აერთიანებს როგორც უძველეს ისტორიის, ასევე თანამედროვეობის არქიტექტურულ სტილს და ქმნის ქართული და აზიური ელემენტების შთამბეჭდავ შერწყმას. გარდა ამისა, რაბათის ციხე გამორჩეულია შესანიშნავი ხედებით. ციხე-სიმაგრეში წარმოდგენილია მუზეუმი, რომელშიც უძველესი აღმოჩენებია განთავსებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ისაა, რომ 2010 წელს რაბათს ტოლერანტობის სტატუსი მიენიჭა. ამ ფაქტს ისიც ადასტურებს, რომ მართლმადიდებლებთან ერთად, ამ ლოკაციაზე სხვა აღმსარებლობის ადამიანებს საკუთარი სალოცავები აქვთ და დღემდე მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.
თუ რაბათის მონახულებას გეგმავთ, მასთან ახლოს მდებარე სასტუმრო
,,ახალციხე ინნ’’ ყველაზე მრავალფეროვანი და შესაფერისი ადგილია დასვენებისა და განტვირთვისთვის.