სამცხე-ჯავახეთი, ნიშანდობლივად, ციხე-კოშკებით, თამარ მეფის გაკვალული ვარძიით, შოთა რუსთაველის მესხეთით, გასტრო კულტურული მნიშვნელობითა და უთვალავი თავგადასავლით გამოირჩევა. მისი მრავალფეროვნების შესახებ არაერთხელ და მრავლად თქმულა, ლეგენდასავით.
მესხეთი მხოლოდ ახალციხის ციხე და ვარძია არ არის. საფარა, სარო, ჭულევი, ჭობარეთი, ფოკა, „დუხობორების“ სოფელი გორელოვკა, მწვანე ტბა - იმ ჩამოთვლილთაგან მხოლოდ მცირედია, რაც სამცხე-ჯავახეთის მხარით დაინტერესებულებმა შეიძლება იხილონ.
მრავალფეროვნების მხარეში გამორჩეული, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ,,ახალციხე ინნ’’, რომელიც ახალციხის შუაგულში მდებარეობს, სრულად დაგანახებთ მესხეთის მთავარ ღირებულებებს. აღსანიშნავია, რომ სასტუმრომ თავი მოუყარა და ერთმნიშვნელოვნად წარმოაჩინა სამცხე-ჯავახეთის მთავარი სათქმელი სხვადასხვაგვარი ტურების მიხედვით, რომელიც მეტწილად მორგებულია მომხმარებლის ინტერესებზე.
სწორედ ამისათვის, შეიქმნა საორიენტაციო წიგნაკი, რომელიც მესხეთში ხეტიალს ბევრად შემეცნებითს გახდის. მასში ასახულია იმ ადგილთა ჩამონათვალი და აღწერილობა, რომელთა მონახულება მნიშვნელოვანი სიახლეების აღმოჩენის საშუალებას იძლევა. ხოლო, ,,ახალციხე ინნ’’-ის მეშვეობით, პრაქტიკულად ნათლად გაეცნობით მესხეთის დაფარულ მხარეს და საქართველოს ამ კუთხეს სულ სხვა, მრავალფეროვნად მჭვრეტელი თვალით დაუწყებთ ცქერას. სათავგადასავლო, კულტურული თუ შემეცნებითი ტურების მიხედვით, შედგენილია მარშრუტები, რომლის მეშვეობითაც ძველი ციხე-კოშკების, ლეგენდების, ტბების აღმოჩენას შეძლებთ. თავგადასავლების სიმრავლეში ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თავისი კვალის დატოვება.
იხეტიალე გზად და ხიდად, „ახალციხე ინნ“-თან ერთად...